დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომერის პრეზენტაცია

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

„იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი დაპირება შეასრულა, ჩვენ უკვე გამოვეცით ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომერი. ჟურნალი იქნება ხიდი მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის, მისცემს ბევრ ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებლობას, თავისი ნააზრევი გააცნოს ფართო საზოგადოებას“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომრის გამოსვლა. ჟურნალის რედაქტორია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე.

იუსტიციის სამინისტროს ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ჟურნალი „იუსტიცია“ (ლათ. IUSTITIA) გასული წლის ივნისში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაარსდა. ის ყოველკვარტალური, საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. მისი პირველი ნომრის პრეზენტაცია 2022 წლის 22 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერი და პრაქტიკოსი სამართალმცოდნეები, მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუსი-პროფესორი რომან შენგელია; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით სუჯაშვილი;

გამოცემა სამართლის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს. სტატიები მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩევა და ეხება როგორც თანამედროვე სამართლის აქტუალურ საკითხებს, ისე სამართლის კლასიკური მემკვიდრეობის ძეგლებსა და კონსტიტუციონალიზმის მიღწევებს, პუბლიკაციები ხელს უწყობს სამართლის ცალკეული დარგის განვითარებასა და იურიდიულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას.

 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 2019 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მარტი 2022 >
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»