დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო-საანგარიშო კრება

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2022 წლის 31 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო-საანგარიშო კრება. აკადემიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში, რომელიც წარადგინა აკადემიის დამფუძნებელმა - პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ (ანგარიში თან ერთვის).

ანგარიშის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, პროფესორებმა: მინდია უგრეხელიძემ, გიორგი თოდრიამ, გელა ხუციშვილმა, მანანა ხვედელიძემ, ვახტანგ მაისაიას, ვახტანგ კაპანაძემ.

კრებაზე წარდგენილ იქნა პროფესორ მალხაზ ბაძაღუას მონოგრაფიული ნაშრომი „ჯგუფური დანაშაულობა საქართველოში“ და ჟურნალ „კრიმინოლოგის“ დამატება №1 „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის 20 წლისაა“, რომლებიც გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით და მათი განხილვა გაიმართება ამავე უნივერსიტეტში.

კრების შედეგები შეაჯამა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ. მან აკადემიის წევრის დიპლომები გადასცა, პროფესორ ზაურ ამილახვარსა და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ კაპანაძეს, ხოლო აკადემიის საპატიო მეგობრის დიპლომი გადასცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს თამაზ შილაკაძეს. აკადემიის მადლობის სიგელები გადაეცათ აკადემიის წევრებს, პროფესორებს: რომან შენგელიასა და გიორგი თოდრიას.








 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 2010 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< აპრილი 2022 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»