დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე 80 წლისაა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

ქართული სისხლის სამართლის სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი თინათინ წერეთელი სიამაყით აღნიშნავდა: "მინდია უგრეხელიძე იღბლიანი შემთხვევაა: ის გახლავთ შრომაზე გამრავლებული ტალანტი, ამასთან საოცარი წარმატება აქვს როგორც ლექტორს." სახელოვანი მეცნიერის აღზრდილსა და მისი საქმიანობის გამგრძელებელს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩეველს- ჟურნალ „იუსტიციის“ რედაქტორს, პროფესორ მინდია უგრეხელიძეს ვულოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად არჩევას და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის მოღვაწეობა სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ სფეროში მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მეცნიერ თანამშრომლის, პროფესორის, საქართველოს პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს წევრის, დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირველი თავმჯდომარის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი ქართველი მოსამართლის და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე მის საქმიანობას უკავშირდება სამართალსა და კრიმინოლოგიაში არაერთი სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის ინოვაციური კვლევა, ინიციატივა, ექსპერიმენტი და მათი პრაქტიკაში დანერგვა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მათ შორის, მნიშვნელოვანია, ქართულ ენციკლოპედიაში სამართლისა და კრიმინოლოგიის ტერმინების მეცნიერული განმარტება, საქართველოს კონსტიტუციასა და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი საკანონმდებლო პრინციპებისა და მუხლების შემოტანა.

დიდია პროფესორ მინდია უგრეხელიძის როლი საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარებაში. საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე მის მიერ წარმოდგენილი მოხსენებები ანვითარებს და ნერგავს სამართალსა და კრიმინოლოგიაში სრულიად ახალ მიმართულებას სამართლის დემენსიოლოგიასა და ლეგიმეტრიას - სამართალმზომელობას, რითაც აკავშირებს ინტერდისციპლინარულ კვლევებს სამართლის, ფილოსოფიის, კრიმინოლოგიის, ეთიკის, ლოგიკის და სხვა მეცნიერებათა გადაკვეთაზე. აღნიშნული სამეცნიერო მიგნება მრავლისმომცველი და ფასეულია.

ბატონი მინდია 80 წლის იუბილეს ჩვეული შემართებითა და ახალი წარმატებებით ხვდება. 2020 წელს მას სამეცნიერო მოღვაწეობისთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის აკადემიური პრემია მიენიჭა, რომლის გადაცემისას იუბილარმა სიამაყით აღნიშნა, ეს ჯილდო ჩემთვის ნობელის პრემიაზე ძვირფასიაო. საიუბილეო 2022 წელს მინდია უგრეხელიძე გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი - აკადემიკოსი.

ვულოცავთ გამორჩეულ მეცნიერს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში არჩევასა და ღირსშესანიშნავ თარიღს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მისი იდეების რეალიზაციას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ!

მალხაზ ბაძაღუა

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი,

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი

 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 413 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მაისი 2022 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»