2023 წლის 23 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ოცდათზე მეტი მეცნიერი საქართველოსა და უცხოეთის ცხრა უნივერსიტეტიდან: ნებრასკის უნივერსიტეტი (აშშ); გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმინს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორსო უნივერსიტეტი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.