2024 წლის 6 ივლისს ილია ჭავწავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა მე-20 საუკუნის ქართული მწერლობის ოთხმოციანელთა თაობის გამორჩეული წარმომადგენლის, პოეტის, დრამატურგისა და მთარგმნელის 28 წლის ასაკში ტრაგიკულად ოჯახთან ერთად გარდაცვლილი თამაზ ბაძაღუას წიგნის „ორი ნოველის“ პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა მისი დაბადაებიდან 65-ე წლისთავს.
წიგნს ახლავს თამაზის მეგობრების მწერლების ანდრო ბედუკაძისა და მიხეილ ანთაძის, რედაქტორის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ როსტომ ჩხეიძის წერილები. წიგნის იდეის ავტორი და გამომცემელია წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
შეხვედრეას უძღვებოდა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწოფო მუზეუმის დირექტორი, მწერალი ანდორო ბედუკაძე. სიტყვებით გამოვიდნენ, თამაზ ბაძაღუას შემოქმედებას მაღალი შეფასება მისცეს: პროფესორმა როსტომ ჩხეიძემ, პროფესორმა მალზახ ბაძაღუამ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ, გამომცემელმა „საარი“-ს დამფუძნებელმა ლევან თითმერიამ, პოეტის მეგობარმა, მწერალმა ბაბუა ალუდაურმა.
დამსწრე საზოგადოებას თამაზის სახელის უკვდავყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს პოეტის დებმა დოდო და ლეილა ბაძაღუებმა და დიშვილმა ნიკოლოზ წულაიამ. პოეტის ბიძაშვილმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ მის მიერ გამოცემული თამაზ ბაძაღუას შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნები საჩუქრად გადასცა მუზეუმის ბიბლიოთეკას.