დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

უნივერსიტეტში აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში შეხვედრა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2024 წლის 24 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელმაც განიხილა აკადემიის პრეზიდენტის, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას მოხსენება „საქართველოში კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და რეკომენდაციები“ დაისვა საკითხები:

-კრიმინოლოგიის თეორიის პრაქტიკასთან დაახლოების შესახებ;

-საჯარო სამსახურში დანაშაულობის პრობლემებზე მომუშავე მოსამსახურეებისათვის კრიმინოლოგიის სპეციალობის არსებობის აუცილებლობის შესახებ;

-საუნივერსიტეტო სივრცეში კრიმინოლოგიის სპეციალობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ჩამოყალიბების შესახებ;

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურის ფუნქციონირებაზე კონცეფციის რეალიზაციის შესახებ;

-გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით მრგვალი მაგიდის „ადამიანის მიკრობიომის გავლენა დანაშაულებრივ ქცევაზე“ ჩატარების შესახებ;

-საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის „ ორგანიზებული დანაშაულობის თანამედროვე გამოწვევები“ 2025 წელს ჩატარების შესახებ;

საკითხების ირგვლივ აზრი გამოთქვეს: საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებმა: მინდია უგრეხელიძემ , თამაზ შილაკაძემ, რამაზ გახოკიძემ, გიორგი კვესიტაძემ; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა გივი მიქანაძემ.

აკადემიის დამფუძნებელმა-პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ გადასცა აკადემიის საპატიო წევრის - საპატიოს აკადემიკოსის დიპლომი ბატონ გივი მიქანაძეს, ხოლო აკადემიის საპატიო მეგობრის სტატუსის დამადასტურებელი დიპლომი აკადემიკოს რამაზ გახოკიძეს .

სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და საპატიო წევრები: ალექსანდრე მიქაბერიძე, ანზორ ჩუბინიძე, შოთა ასათიანი, თემურაზ ფაჩულია, გელა ხუციშვილი, მანანა ხვედელიძე, დავით გუგავა, მიხეილ ბაძაღუა, ჯემალ გაბელია, პეტრე დაუთაშვილი, გიმზერ ალანია, ბადრი ნაჭყებია, გიორგი ხატიძე.

უნივერსიტეტის სტუმრები მათ შორის საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გივი მიქანაძე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალ - ლეიტენანტი ანზორ ჩუბინიძე შეხვდნენ უნივერსიტეტის პედაგოგიურ კოლექტივსა და სტუდენტებს, დაათვალიერეს და გაიცნენ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სამეცნიერო ცენტრებსა და ლაბორატორიებს.

 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 2013 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ავლისი 2024 >
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»