2024 წლის 6 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა უნივერისტეტის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების საქმიანობის ანგარიშების მოსმენა. უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგარიში წარადგინა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.
ინსიტუტი თანამშრომლობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან. ინსტიტუტის წევრები არიან ასოცირებული პროფესორები: დავით გუგავა, დავით სუჯაშვილი, მიხეილ ბაძაღუა, ბადრი ნაჭყებია. ასევე ინსტიტუტის კვლევითი სტიპენდიანტია, სამართლის სკოლის მაგისტრანტი ნიკოლოზ ნაჭყებია, ინსტიტუტის სტაჟიორია, სამართლის სკოლის სტუდენტი თამაზ მარიამული. ანგარიში მოიცავდა 2023 წლის ივლისიდან, 2024 წლის დეკემდე პერიოდს. ინსტიტუტის მიერ გაწეულ საქმიანობა ასახულია ინსტიტუტის მუშაობის ანგარიშში, რომელიც თან ერთვის.
ინსტიტუტის ანგარიშს გაეცნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და აკადემიური საზოგადოება. წარდგენილი ანგარიში დადებითად შეფასდა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მუშაობის ანგარიში
(2023 წლის ივლისი-2024 წლის დეკემბერი)
ინსტიტუტს ხემძღვანელობს,პროფესორი მალხაზ ბაძაღუა,ინტიტუტის წევრების არიან ასოცირებული პროფესორები: დავით გუგავა, დავით სუჯაშვილი, მიხეილ ბაძაღუა, ბადრი ნაჭყებია. ინსტიტუტი თანამშრომლობს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან.
2023 წლის 24 სექტემბერს, მარტვილის ეპარქიაში ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კომფერენციაში „დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა“. ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ბაძაღუა გამოვიდნენ მოხსენებით: „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი მართლმსაჯულების მართვის სათავეში“.
2023-2024 წლებში ინსტიტუტში მომზადდა და გამოიცა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ნაშრომი „კრიმინოლოგია საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციაში“. წიგნის რედაქტორია,პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
2023 წლის 22 დეკემბერს უნივერსიტეტში სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, პროფესორ გელა ბანძელაძის სახელობის „პროფესიული ეთიკის ცენტრში“ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სპეციალური კონსულტატის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა სტუდენტური კონფერენცია „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტის ეთიკის კონტექსტში“. სტუდენტთა ჯგუფმა წარმოადგინა მათ მიერ მომზადებული მოხსენებები და სოციალური კვლევა, აღნიშნული ნაშრომების საფუძველზე გამოიცა, საერთაშორისო სამეცნიერო-პრქტიკული ჟურნალი „კრიმინოლოგის“ N17 დამატება N2. პროექტში მონაწილე სტუდენტთა ჯგუფმა შეიმუშავა და უნივერსიტეტის სტუდენთა საყოველთაო განხილვის შემდეგ გამოსცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ემყარება თანასწორობის, სამართლიანობის, გამჭირვალეობის, ურთიერთპატივისცემის, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის, აკადემიური თავისუფლებისა და კეთილსინდისიერების, არჩევითობის პრინციპებს.
ეთიკის კოდექსის წარდგენაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის ყველა სკოლისა და საფეხურის სტუდენტებმა.
პროექტის ინიციატორი და სამეცნიერო ხელმძღვანელია, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. 2024 წლის 11 ივნისს საუნივერსიტეტო სტუდენთა ეთიკის კოდექსის წარდგენის ფარგლებში სტუდენტებმა კოდექსის მიღება/დეკლარირება ხელმოწერებით დაადასტურეს.
პროექტში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.
2024 წლის 12 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სასწავლო კურსის „კარიერული განვითარება“ ავტორის, ამავე უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წევრის, ასოცირებულ პროფესორ, საჯარო მმართველობის დოქტორ დავით სუჯაშვილის საჯარო ლექცია „პირველი დღე სამსახურში“.
პროფესორმა დავით სუჯაშვილმა ლექციაზე შინაარსიანად წარმოადგინა თეორიული და პრაქტიკული ხასიათის მასალა, რეკომენდაციები საჯარო და კერძო სექტორში ახალდასაქმებულ თანამშრომლების სამსახურში პირველი დღის გამოწვევებთან დაკავშირებით.
2024 წლის 16 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება, რომელშიც მონაწილეობდნენ, ასევე ინსტიტუტის წევრები.
კრებამ ასევე განიხილა აკადემიკოს თამაზ შილაკაძის კრებული „კრიმინოლოგია საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციებში“ და 2025 წლის სამომავლო გეგმები, აკადემიისა და მათ შორის ინსტიტუტის გაეროსთან სპეციალური კონსულტანტის სტატუსით თანამშრომლობის საკითხები.
2024 წლის 24 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელმაც განიხილა აკადემიის პრეზიდენტის, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას მოხსენება „საქართველოში კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და რეკომენდაციები“ დაისვა საკითხები: - კრიმინოლოგიის თეორიის პრაქტიკასთან დაახლოების შესახებ; - საჯარო სამსახურში დანაშაულობის პრობლემებზე მომუშავე მოსამსახურეებისათვის კრიმინოლოგიის სპეციალობის არსებობის აუცილებლობის შესახებ; - საუნივერსიტეტო სივრცეში კრიმინოლოგიის სპეციალობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ჩამოყალიბების შესახებ; - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურის ფუნქციონირებაზე კონცეფციის რეალიზაციის შესახებ; - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის მონაწილეობით მრგვალი მაგიდის „ადამიანის მიკრობიომის გავლენა დანაშაულებრივ ქცევაზე“ ჩატარების შესახებ; - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის „ორგანიზებული დანაშაულობის თანამედროვე გამოწვევები“ 2025 წელს ჩატარების შესახებ;
საკითხების ირგვლივ აზრი გამოთქვეს: საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებმა: მინდია უგრეხელიძემ, თამაზ შილაკაძემ, რამაზ გახოკიძემ, გიორგი კვესიტაძემ; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა გივი მიქანაძემ.
2024 წლის სექტემბერში მივიღეთ ნებრასკის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის სკოლის პროფესორის კრის ესკრიჯის წერილი
ძვირფასო საქართველოს რესპუბლიკის კოლეგებო,
მსოფლიოში დაახლოებით 40 ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო კრიმინოლოგიური ასოციაცია არსებობს. მე მოვახერხე სტუმრობა თითქმის ყველა ამ ორგანიზაციაში. მათ შორის მქონდა საშუალება, რომ ვწვეოდი საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას, მის წევრებს. ამ ორგანიზაციაში ჩართული პირები ცდილობენ გაზარდონ და გააფართოვონ ცოდნის ბაზა ჩვენს სფეროში და ეს ინფორმაცია ფართოდ გაავრცელონ. მათ დააარსეს ჟურნალი, ამჟამად ორგანიზაციას აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისში, კონსულტანტის სტატუსი. მომავალ წელს გეგმავენ საერთაშორისო კონფერენციის გამართვას საქართველოში, რომელიც ფოკუსირებული იქნება ორგანიზებულ დანაშაულობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე გრიგოლ რობაქიძის სახლობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობამ. მე მივიღე მონაწილეობა მრგვალი მაგიდის არაერთ ღონისძიებაში, და ასევე ჩავატარე რამდენიმე პრეზენტაცია უნივერსიტეტის აუდიტორიაში. აგრეთვე ჩავატარე რამდენიმე საჯარო ლექცია, რომლებსაც ამ ინსტიტუტის წევრები აწყობდნენ - განსაკუთრებით, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა, დოქტორ მალხაზ ბაძაღუას ხელმძღვანელობით, დაამკვიდრა ბრწყინვალე სტანდარტი და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს რესპუბლიკაში კრიმინოლოგიის დარგის განვითარებაში.
კვლევითი ინსტიტუტი იღწვის შეასრულოს თავისი მისია და მიზანი კავშირების გაფართოებით და ეძებს პარტნიორებს თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და კრიმინოლოგიის დარგის განვითარებისთვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
როგორც, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, ისე გრიგოლ რობაქიძის სახელობის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა და ახლა დიდ ნაბიჯებს დგამს საქართველოში კრიმინოლოგიის განვითარებასა და გაძლიერებისათვის.
კრიმინოლოგიის პროფესორი, კრის ესკრიჯი
2024 წლის ოქტომბერს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას მიენიჭა დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ალიანსის წევრის სტატუსი. აღნიშნულის შესახებ აკადემიას წერილობით აცნობა ალიანსის პროგრამების კოორდინატორმა ტობიას კრახლერმა.
P.S. აღნიშნული ალიანსის წევრები არიან დანაშულობის პრობლემებზე მომუშავე მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციები:
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მეცნიერებათა აკადემია, (ACJS); ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივა (GITOC); პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IPO)კრიმინოლოგები საზღვრებს გარეშე, (CWOB); კიბერ დაზვერვისა და უსაფრთხოების დახმარების ბიურო, (CISAB); სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო ფედერაცია (ILEF); მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაცია (IOVA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.
2024 წლის ოქტომბერს გაეროს სპეციალური კონსულტანტისა და ასევე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ალიანსის წევრის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, შეუერთდა გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციისადმი (UNTOC) მიძღვნილ მე-12 კონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენ დეკლარაციას.
დეკლარაცია ხაზს უსვამს სამოქალაქო ჩართულობის აუცილებლობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, მეტი თანამშრომლობის, გამჭვირვალობის, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გზით.
აკადემია 2024 წლის 4 ნოემბერს შეუერთდა გაეროს ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის ოფისის (WhotsOn) მონაცემთა ბაზას, საერთაშორისო ინფორმაციის ჰაბს სხვადასხვა სპონსორით, რომელსაც იყენებენ ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან მებრძოლი ორგანიზაციები.
WhotsOn-ის პროგრამაში მუშაობისას მის წევრებს შეუძლიათ გააზიარო თავისი ორგანიზაციის ჩვენ შემთხვეაში აკადემიის წევრების ნაშრომები, მიღწევები და ღონისძიებები,WhotsOn-ის ბლოგისა და მისი ღონისძიებების კალენდარის საშუალებებით. აღნიშნულ ბაზაში აკადემიასთან ერთდ ინსტიტუტს შეუძლია გამოიყენოს მონაცემთა აღნიშნული ბაზა.
ამჟამად ინსტიტუტი მუშაობს საუნივერიტეტო კვლევით პროექტზე (პროექტის ხემძღვანელები: პროფესორი მალხაზ ბაძაღუა და პროფესორი მამუკა თავხელიძე) „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები“. ამ მიზნით ინსტიტუტში საქმიანობს ინსტიტუტის წევრი ასოცირებული პროფესორი დავით გუგავა, კვლევითი სტიპენდიანტი, სამართლის სკოლის მაგისტრატი ნიკოლოზ ნაჭყებია და ინსტიტუტის სტაჟიორი, სამართლის სკოლის სტუდენტი თამაზ მარიამული.
საანგარიშო პერიოდში 2023 წლის 5 ოქტომბრიდან 2024 წლის 5 იანვრამდე ინსტიტუტში სტაჟირება გაიარა სამართლის სკოლის სტუდენტმა სალომე მეურმიშვილმა, რომელიც მონაწილეობდა ინსტიტუტში განხორციელებულ პროექტებში.
2024 წლის თებერვალში ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტ ეკატერინე ლაღიძის სადისერტაციო ნაშრომზე „პალერმოს კონცეფციის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში“ მოამზადა და გასცა რეცენზია.