დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2025 წლის 13 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება.

აკადემიის საერთო  კრებაზე 2024 წელს აკადემიის მიერ ჩატარებული მუშაობის ანგარიში და 2025 წლის აკადემიის სამომავლო გეგმები, განსახილველად წარმოადგინა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

აკადემიის წევრებს წარედგინა წინადადება სავარაუდოდ 2025 წლის 13 ივნისს, მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ ჩატარებას თაობაზე. კონფერენცია მიეძღვნება სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ალიანსის წევრი ორგანიზაციები, ევროპის ქვეყნების, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის აღიარებული მეცნიერები.

ცნობისათვის, 2024 წელს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, როგორც დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსის წევრი, შეუერთდა დეკლარაციას (UNTOC) „სამოქალაქო საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ ეფექტური განხორციელებისათვის.

კონფერენციაზე განხილული იქნება აკადემიური საზოგადოების პოზიციები გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ კონვენციის (UNTOC) ეფექტურად განხორციელებისათვის.

საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და აკადემიის სამომავლო გეგმებს მხარი დაუჭირეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა: თემურ მონიავამ, გელა ხუციშვილმა, გოგი თოდრიამ, მანანა ხვედელიძემ, ეკა ბესელიამ, მარინა შაქარაშვილმა, ბადრი ნაჭყებიამ, რომან შენგელიამ, თეიმურაზ ბერიძებ, გიმზერ ალანიამ, მიხეილ მამნიაშვილმა, სალომე კაპანაძემ, დავით გუგავამ, გიორგი ხატიძემ, კობა ბუაძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემისკოსმა მამუკა თავხელიძემ. ასევე კრებას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რექტორის მოადგილეები, პროფესორი გულნაზ გალდავა და პროფესორი ვახტანგ ჭარაია.

 

 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 183 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მარტი 2025 >
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»