დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ცვლილებები განათლების მეცნიერებათა აკადემიაში

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2025 წლის 25 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საეთო კრება,

კრებამ განიხილა ორგანიზაციული საკითხები, რომელიც აკადემიის წევრებს განსახილველად წარუდგინა აკადემიის საპატიო პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ნათელა ვასაძემ.

კრებაზე სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრები: პროფესორი ავთანდილ ასათიანი, პროფესორი ოთარ გოგილაშვილი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, პროფესორი იმერი ბასილაძე, პროფესორი ვახტანგ სართანია, პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი, პროფესორი ინდირა ძაგანია, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

კრებამ მადლობა გადაუხადა აკადემიაში მოღვაწეობისათვის და პირადი განცხადების საფუძველზე აკადემიის პრეზიდენტობიდან განათავისუფლა პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

აკადემიის საერთო კრებამ საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

აკადემიის თანაპრეზიდენტად არჩეულია პროფესორი ინდირა ძაგანია; ხოლო აკადემიის ვიცე პრეზიდენტად პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი; აკადემიკოს მდივნად კვლავ არჩეულია პროფესორი ლუბა ბიბილეიშვილი.

აკადემიის საერთო კრებამ დასახა სამომავლო ამოცანები აკადემიის რეფორმასთან დაკავშირებით.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს მამუკა თავხელიძეს საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევას და უსურებს წარმატებებს.

 

 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 157 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ოქტომბერი 2025 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»