
2026 წლის 26 ივნისს ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანანო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკლუტეტზე გამართული საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „საერთაშორისო ნარკოვითარება და საქართველოში არსებული გამოწვევები“.
კონფერენციაზე ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად მოხსენებებით წარდგნენ, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის „დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლსმაჯულების“ ალიანსის წევრი, გაეროს სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველ;ოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები:
- კონფერენციის ორგანიზატორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთერთბების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯემალ ჯანაშია, მოხსენებით „საერთაშორისო ნარკოვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები“
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი, მოხსენებით „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მიწოდების საწინააღმდეგო ღონისძიებების საპროცესო კანონმდებლობის ეფექტურობის შესახებ“
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხია გვარამია, მოხსენებით „ევროპის როლი საერთაშორისო ნარკოდანაშაულობასთან ბრძოლაში“
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორი ავთანდილ ხაზალია, მოხსენებით „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნარკომანიის და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გავრცელების ზოგიერთი აქტუალური საკითხების შესახებ“
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და მოხსენებით „ნარკოდანაშაულობის ტრანსფორმაციის კრიმინოლოგიური მოდელი, ზნეობრივ და სამართლებრივ ჭრილში“, წარსდგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავებ რეკომენდაციები.















.jpg)
.jpg)
.jpg)







