დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი მიძღნილი კამპანია

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც წარმოადგენს გაეროს სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, რომელიც ამასთანავე არის დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსის წევრი (Alliance of NGOs on Crime Prevention and Criminal Justice) უერთდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) მოწოდებას, 15 ნოემბერს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშიირებით, რომელიც მიეძღვნა „შეაჩერეთ ორგანიზებული თაღლითობა“.

UNODC ცნობით, ორგანიზებული თაღლითობა დღესდღეობით ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სწრაფად განვითარებადი ფორმაა. ყოველწლიურად, თაღლითები ონლაინ სქემების, ყალბი ინვესტიციებისა და სხვა თაღლითური გზებით მთელ მსოფლიოში ადამიანებსა და ბიზნესებს მილიარდობით დოლარს პარავენ. ამ უკანონო მოგების ზრდასთან ერთად, იზრდება მის უკან მდგომი ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების ძალაუფლებაც.

ტრანსნაციონალური ორგანიზებული თაღლითობის საფრთხეების მნიშვნელობის გათვალისწინებით საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ 2025 წელს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან ერთობლივად ჩაატარა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“, სადაც განხილული იქნა აკადემიაში განხორციელებული პროფესორების მალხაზ ბაძაღუას, მიხეილ მამნიაშვილის, პოლიკარპე (თემურ) მონიავას და გიმზერ ალანიას კვლევის საფუძველზე წარმოდგენილი მოხსენება „ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ე.წ „ქოლ-ცენტრებშის“ ჩართულობის სამართლებრივი ასპექტები“, რომელიც გამოცემულია ჟურნალ „კრიმინოლოგის“ 2026 წლის, ნომერ 1(18)-ში.

აღნიშნული მიმართულებით აკადემიაში ასევე განხორციელდა მეცნიერ-მკვლევარების მალხაზ ბაძაღუას, მიხეილ მამნიაშვილის, მიხეილ ბაძაღუასა და ნიკოლოზ ნაჭყებიას ერთობლივი კვლევა „თაღლითობა თანამედროვე საზოგადოების კრიმინოლოგიური გამოწვევა“, რომელიც წარმოდგენილი იქნა 2026 წლის 1–2 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში (ბათუმი, საქართველო), ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-15 ევრაზიულ მულტიდისციპლინურ ფორუმზე.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი აგრძელებს კვლევებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობებზე, განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში ერთერთ გავრცელებულ გამოწვევის - ორგანიზებული თაღლითობის მიმართლებით.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია.

 

ჩვენი პარტნიორები






საიტზე იმყოფება

 243 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ნოემბერი 2026 >
ო ს ო ხ პ შ კ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»