დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

წმინდა ამბროსი აღმსარებლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მარტვილში

2023 წლის 23 მარტს მარტვილის რაიონში ჭყონდიდის ეპარქიის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში (სოფ. ინჩხური) ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, ჩატარდა წმინდა ამბროსი აღმსარებელისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სასულიერო პირებმა, აკადემიური წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. კონფერენცია გახსნა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, კონფერენციას უძღვებოდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელი-რექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის ჟურნალ „აკადემიის მოამბის“ მეორე ნომერი.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დეკანოზი ბიძინა გუნია; მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია.

მოხსენებებით წარსდგნენ:

„წმინდა აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) შეხედულებები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე“ - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

„წმინდა ამბროსი ხელაიას მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა“ - ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი

„კირილე ნინიძე - წმინდა ამბროსი აღმსარებლის ადვოკატი“ - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელდარ ბუბულაშვილი

„წმინდა ამბროსი აღმსარებელი და გელათის მონასტერი“ - ისტორიის დოქტორი ლევან ტყეშელაშვილი

„გამოსათხოვარი სიტყვის „ქიროტონია“: - ამბროსი ხელაია ილია ჭავჭავაძის გასვენებაში“ - ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტი მირიან გუნია.






 

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 381 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< აპრილი 2023 >
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»