დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

აქტუალური პროექტი: „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტური ეთიკის კონტექსტში“

მიმდინარე სემესტრში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში, სამართლის სკოლის სტუდენტები, ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ინიციატივით და კონსულტაციით ანხორციელებენ საუნივერსიტეტო პროექტს „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტური ეთიკის კონტექსტში“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრგვალი მაგიდისა და სტუდენტთა შორის სოციოლოგიური კვლევის ჩატარება, უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის ახალი ვერსიის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული აქტივობები გაშუქდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ „კრიმინოლოგში“.

პროექტის ხელმძღვანელია- უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, სტუდენთა ომბუდსმენი ნიკოლოზ ნაჭყებია.

პროექტის მონაწილეები არიან- სამართლის სკოლის სტუდენტები:

მარიამ კაპანაძე, სალომე მეურმიშვილი, ნინი გოცირიძე, სანდრო გაგიშვილი, ელენე გიორგაძე, ვერიკო ბაღათრიშვილი, თამაზ მარიამული, მარიამ ნიშნიანიძე და კობა ანთაძე.

დეკემბრის მეორე ნახევარში, დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ჩატარება და უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის ახალი ვერსიის პროექტის პრეზენტაცია.

 

 

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 361 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< დეკემბერი 2023 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»