დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

სტუდენტის ეთიკის კოდექსისა და ჟურნალ „კრიმინოლოგის“ დამატება N2 წარდგენა

2024 წლის 11 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა წარდგენა:

-         სტუდენტთა კონფერენციისადმი მიძღვნილი ჟურნალ „კრიმინოლოგის“ N17 დამატება N2 - ის;

-         გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის.

2023 წლის 22 დეკემბერს უნივერსიტეტში სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, პროფესორ გელა ბანძელაძის სახელობის „პროფესიული ეთიკის ცენტრში“ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სპეციალური კონსულტატის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა სტუდენტური კონფერენცია „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტის ეთიკის კონტექსტში“. სტუდენტთა ჯგუფმა წარმოადგინა მათ მიერ მომზადებული მოხსენებები და სოციალური კვლევა, აღნიშნული ნაშრომების საფუძველზე გამოიცა, საერთაშორისო სამეცნიერო-პრქტიკული ჟურნალი „კრიმინოლოგის“ N17 დამატება N2.

საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში სტუდენტთა ჯგუფმა შეიმუშავეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსი, ქართულ და ინგლისურ ენებზე. რომელიც ემყარება თანასწორობის, სამართლიანობის, გამჭირვალეობის, ურთიერთპატივისცემის, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის, აკადემიურ თავისუფლებისა და კეთილსინდისიერების, არჩევითობის პრინციპებს.

წარდგენაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის ყველა სკოლისა და საფეხურის სტუდენტებმა.

წარდგენაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, მამუკა თავხელიძე;

სიტყვით გამოვიდნენ:

-         სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თეიმურაზ ფაჩულია;

-         გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მარინე შაქარაშვილი;

-         გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, პროექტის მონაწილე სანდრო გაგიშვილი;

-         გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, პროექტის მონაწილე თამაზ მარიამული;

-         გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, პროექტის მონაწილე სალომე მეურმიშვილი;

-         გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, დიპლომირებული მედიკოსების ფაკულტეტის სტუდენტი იოგინეე სანდიფ იადავი (Yoginee Sandip Yadav)

-         გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, პროექტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ნაჭყებია.

-         პროექტის ინიციატორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

პროექტში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.

წარდგენის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა კოდექსის მიღება/დეკლარირება ხელმოწერებით დაადასტურეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1954 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ავნისი 2024 >
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»