დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ნებრასკის უნივერსიტეტი კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის სკოლა

ძვირფასო საქართველოს რესპუბლიკის კოლეგებო,

 

მსოფლიოში დაახლოებით 40 ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო კრიმინოლოგიური ასოციაცია არსებობს. მე მოვახერხე სტუმრობა თითქმის ყველა ამ ორგანიზაციაში. მათ შორის მქონდა საშუალება, რომ ვწვეოდი საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას, მის წევრებს. ამ ორგანიზაციაში ჩართული პირები ცდილობენ გაზარდონ და გააფართოვონ ცოდნის ბაზა ჩვენს სფეროში და ეს ინფორმაცია ფართოდ გაავრცელონ. მათ დააარსეს ჟურნალი, ამჟამად ორგანიზაციას აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისში, კონსულტანტის სტატუსი.  მომავალ წელს გეგმავენ საერთაშორისო კონფერენციის გამართვას საქართველოში, რომელიც ფოკუსირებული იქნება ორგანიზებულ დანაშაულობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე გრიგოლ რობაქიძის სახლობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობამ.  მე მივიღე მონაწილეობა მრგვალი მაგიდის არაერთ ღონისძიებაში, და ასევე ჩავატარე რამდენიმე პრეზენტაცია უნივერსიტეტის აუდიტორიაში. აგრეთვე ჩავატარე რამდენიმე საჯარო ლექცია, რომლებსაც ამ ინსტიტუტის წევრები აწყობდნენ - განსაკუთრებით, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 

სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა, დოქტორ მალხაზ ბაძაღუას ხელმძღვანელობით, დაამკვიდრა ბრწყინვალე სტანდარტი და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს რესპუბლიკაში კრიმინოლოგიის დარგის განვითარებაში.

 

კვლევითი ინსტიტუტი იღწვის შეასრულოს თავისი მისია და მიზანი კავშირების გაფართოებით და ეძებს პარტნიორებს თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და კრიმინოლოგიის დარგის განვითარებისთვის ეროვნულ  და საერთაშორისო დონეზე.

 

როგორც, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, ისე გრიგოლ რობაქიძის სახელობის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა და ახლა დიდ ნაბიჯებს დგამს საქართველოში კრიმინოლოგიის განვითარებასა და გაძლიერებისათვის.

 

 

კრის ესკრიჯი,

კრიმინოლოგიის პროფესორი

 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 386 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< სექტემბერი 2024 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»