დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს პარლამენტი

 

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს, აშშ-ის ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორს კრის ესკრიჯს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კრიმინალისტიკის დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ კრიმინოლოგიის მიმართულებით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე პროცესებზე. ამერიკელმა პროფესორმა დადებითად შეაფასა შესაძლებლობები და ცოდნის ხარისხი, რომელიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით კი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კრიმინოლოგიის მიმართულებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიეწოდებათ. ასევე განვიხილეთ სხვა უნივერსიტეტებთან პროფესორის თანამშრომლობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ პროფესორი კრის ესკრიჯი საქართველოში ჩამოვიდა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“ მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მასპინძლობს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი მალხაზ ბაძაღუა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე.

<


PARLIAMENT OF GEORGIA

Givi Mikanadze and Giorgi Sosiashvili Meet with Executive Director of the American Society of Criminology

The Chair of the Education, Science and Youth Affairs Committee, Givi Mikanadze, and Deputy Chair of the Committee, Giorgi Sosiashvili, met with Chris Eskridge, Executive Director of the American Society of Criminology and Professor at the University of Nebraska, USA.

The meeting focused on matters related to the field of criminology in Georgian higher education institutions.

“We discussed ongoing developments in criminology at Georgian universities. The American professor gave a positive assessment of the opportunities and quality of knowledge provided to law faculty students in the field of criminology—particularly at Grigol Robakidze University. We also explored the possibility of further collaboration between the professor and other universities. It is noteworthy that Professor Chris Eskridge is visiting Georgia to participate in the 5th International Scientific Conference 'Academic Community Against Transnational Organized Crime,' hosted by Grigol Robakidze University”, – G. Mikanadze stated.

The meeting was also attended by the President of the Georgian Academy of Criminological Sciences, Director of the Law and Criminology Research Institute at Grigol Robakidze University, Malkhaz Badzaghua, and the University Rector, Mamuka Tavkhelidze.





 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 211 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ავლისი 2025 >
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»