დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

დაფუძნდა ჟურნალი „იუსტიცია“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2021 წლის 21 ივლისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გამართა სამეცნიერო ჟურნალ „იუსტიციის“ (ლათ. IUSTITIA) პრეზენტაცია. მისი განმარტებით, ჟურნალი ხელს შეუწყობს სამართლის ცალკეული დარგების განვითარებასა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას. ჟურნალი „იუსტიცია“ საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემა იქნება. ის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა ბეჭდური და ელექტრონული სახით.

ჟურნალის რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ამჟამად იუსტიციის მინისტრის სპეციალური მრჩეველი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე იქნება, რომელიც პრეზენტაციაზე ჟურნალთან დაკავშირებით თავისი ხედვით წარსდგა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ჟურნალის გამოცემას მიესალმნენ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პროფესორი მერაბ ტურავა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა; ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, იურისტი ვიქტორ ყიფიანი.

 

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1594 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ავლისი 2021 >
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 30 31  

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»