დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ჟურნალ "კრიმინოლოგის"' მეოთხე ნომრის პრეზენტაცია

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2009 წლის 11 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერეციო დარბაზში ჩატარდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით გამოცემულ ჟურნალ "კრიმინოლოგის" მეოთხე ნომრისა და "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების" ცენტრის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები, სარედაქციო კოლეგიის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების კრიმინოლოგიის მიმართულების ლექტორები, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები.
სიტყვით გამოვიდნენ:



  • ცენტრის ხელმძღვანელი და ჟურნალ ,,კრიმინოლოგის'' მთავარი რედაქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა,
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
  • ,,უფლება ჯანმრთელობაზე'' ორგანიზაციის პრეზიდენტი, პროფესორი ირმა მანჯგალაძე.
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის წევრი ნატალია მაისურაძე.
  • ქ.თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის წევრი აკაკი ჩალათაშვილი.
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა კვაჭაძე.
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მანანა მოსულიშვილი.
  • კავკასიის სამართლის სკოლის კრიმინოლოგიის ლექტორი, პროფესორი გრიგოლ ღლონტი.
  • თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის ლექტორი, სამართლის დოქტორი ამირან მოსულიშვილი.
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის ლექტორი, პროფესორი პეტრე დაუთაშვილი.
  • საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კრიმინოლოგიის ლექტორი დავით წულაია.
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი რომან ჯახიაშვილი.
  • დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებლები ნანა ლომაია და მაია მოსიძე.






გამომსვლელებმა დადებითად აღნიშნეს ჟურნალ ,,კრიმინოლოგის'' მეოთხე ნომრის გამოსვლა და გადაწყდა ჟურნალის გარშემო, კრიმინოლოგიის განვითარებისათვის, ჩამოყალიბდეს ამ დარგით დაინტერესებული პედაგოგების, მეცნიერების და პრაქტიკოსების სადისკუსიო კლუბი.

ასევე პრეზენტაციაზე დაბადებიდან 80 წლის იუბილე მიულოცეს დანაშაულობისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობისა და ჟურნალ ,,კრიმინოლოგის'' სარედაგციო კოლეგიის წევრს, თადარიგის პოლკოვნიკ ოთარ კვაჭაძეს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად არჩევა მიულოცა ბატონ ოთარ კვაჭაძეს და გადასცა საპატიო პროფესორის დიპლომი.

პეზენტაციის მონაწილეებს გადაეცათ ჟურნალ ,,კრიმინოლოგის'' მეოთხე ნომერი.
 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1946 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< იანვარი 2010 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»