2010 წლის 11 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა "კრიმინოლოგია საზოგადოების განვითარებაში".
დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ ჩატარდა ანკეტორების მეთოდით სოციოლოგიური კვლევა სამართალმცოდნეებს შორის "კრიმინოლოგიის ადგილი და როლი საზოგადოების განვითარებაში"; სულ კვლევაში ჩართული იყო 50 სამართალმცოდნე.