2018 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და მეცნიერ-მკვლევარებთან. შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, რომელმაც წარმოადგინა აკადემიის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი საკითხები, სტრატეგიული ხედვები, აღნიშნა ამერიკის კრიმინოლოგიური საზოგადოების მხრიდან გამოქვეყნებულ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდამჭერ საინფორმაციო მასალაზე და დასმწრე საზოგადოებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მეცნიერ-მკვლევარებს მოუწოდა თანამშრომლობისაკენ.
Read more
|