დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

ოქტ31

ცვლილებები განათლების მეცნიერებათა აკადემიაში

 

2025 წლის 25 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საეთო კრება,

კრებამ განიხილა ორგანიზაციული საკითხები, რომელიც აკადემიის წევრებს განსახილველად წარუდგინა აკადემიის საპატიო პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ნათელა ვასაძემ.

 
ოქტ31

თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოსთან

 

2025 წლის 24 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით და ორგანიზებით საზეიმოდ გაიხსნა „ყაზახეთის ისტორიისა და კულტურის კაბინეტი“, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ლიტერატურით არის აღჭურვილი.

 

 
სექ30

ახალი წიგნი - მონოგრაფიული კვლევა „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები“

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასა და პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მამუკა თავხელიძის მიერ განხორციელდა კომპლექსური, დარგთაშორისი მონოგრაფიული კვლევა „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები“ და გამოიცა წიგნად.

წიგნში წარმოდგენილია ისეთი პრობლემათა ერთობლიობა, როგორიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, მართლწესრიგი და პედაგოგიკა, დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური ასპექტები, პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევები, პედაგოგია, როგორც დანაშაულობის პრევენციის მექანიზმი, პრევენციული პედაგოგიკა, პენიტენციური და პოსტპენიტენციური პედაგოგიკის პრობლემები და სხვა. წიგნში მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები ღირებულია სამართალმცოდნეებისა და პედაგოგებისათვის, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისათვის.

წიგნის რედაქტორია პედაგოგიკის მეცნიერებაში ცნობილი და ღვაწლმოსილი მკვლევარი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ნათელა ვასაძე.

დაინტერესებულ პირებს ვაცნობებთ, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, უახლოეს ხანში გაიმართება წიგნის წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის.

 
ავლ30

აქტუალური კვლევა გაზეთ „ასავალ-დასავალის" ფურცლებზე

2025 წლის 21-27 ივლისის გაზეთ ასავალ-დასავალის N38-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ, პროფესორ მიხეილ მამნიაშვილთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლისადმი მიძღვნილ მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ წარდგენილ მოხსენებაზე „ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ე.წ „ქოლცენტრების“ ჩართულობის სამართლებრივი ასპექტები“, რომლის ავტორები არიან საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, პროფესორები მიხეილ მამნიაშვილი, მალხაზ ბაძაღუა, პოლიკარპე (თემურ) მონიავა, გიმზერ ალანია.

 
ავლ18

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრის -ზვიად გაბისონიას მორიგი წარმატებები

 

საქარველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს აკადემიის წევრს - აკადემიკოს ზვიად გაბისონია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას და ამასთანავე ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის წევრად არჩევას.

სამართლის დოქტორ, პროფესორ ზვიად გაბისონიას ვულოცავთ ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას ვუსურვებთ წარმატებებს სახელმწიფო, სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასა და პირად ცხოვრებაში.

აკადემიის სახელით,

აკადემიის პრეზიდენტი,

პროფესორი მალხაზ ბაძაღუა

 
ავლ02

აკადემიის წევრის გივი მიქანაძის მორიგი აღიარება

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს განათლების, მეცნიერების და სამართლის დარგის გამორჩეულ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსს გივი მიქანაძეს უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნას, ვუსურვებთ ქვეყნის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საპასუხიმსგებლო პოსტზე წარმატებულ მოღვაწეობას.

აკადემიის წევრთა სახელით, აკადემიის პრეზიდენტი,
პროფეოსრი მალხაზ ბაძაღუა


Another Recognition for Academy Member Givi Mikanadze

The Georgian Academy of Criminological Sciences congratulates the distinguished public and state figure in the fields of education, science, and law — Chairman of the Education, Science and Youth Affairs Committee of the Parliament of Georgia, Honorary Academician of the Georgian Academy of Criminological Sciences, Givi Mikanadze — on his appointment to the high state political position of Minister of Education, Science, and Youth of Georgia.

We wish him great success in this highly important and responsible role for the country.

On behalf of the members of the Academy, President of the Academy,
Professor Malkhaz Badzaghua

 
ავლ02

საქართველოს პარლამენტი

 

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს, აშშ-ის ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორს კრის ესკრიჯს შეხვდნენ.

 
გვერდი 1 დან 28

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 158 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ნოემბერი 2025 >
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»