დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

დეკ10

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჯემალ გაბელია 70 წლისაა

 

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი და ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს სარედაქციო კოლეგია გულითადად ულოცავს: დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელს, ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს სარედაქციო კოლეგიის წევრს, პოლიციის პოლკოვნიკს, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებულ მუშაკს, არაერთი სახელმწიფო ჯილდოს კავალერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, სამართლის დოქტორს, პროფესორს ჯემალ გაბელიას დაბადებიდან 70 წლის იუბილეს, უსურვებს წარმატებებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია

 
ნოე29

აკადემიის უცხოელი წევრის, დოქტორ როს ახალი წიგნი: „ძალადობა და მსხვერპლი“ (Violence and Victims)

2022 წელს აშშ-ში გამოიცა წიგნი „ძალადობა და მსხვერპლი“ (Violence and Victims), რომლის თანაავტორია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, აშშ-ს ტეხასის შტატის ქალაქი სან ანტონიოს სალვე რეჯინას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დოქტორი მიუნგჰუნ რო. აკადემია მას ულოცავს და უსურვებს წარმატებებს!

 

 
ნოე22

პროფესორი გიორგი თოდრია 70 წლის იუბილეს ახალი წიგნით ხვდება

წიგნი “კრიმინოლოგიური შემეცნების პრობლემები“ გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მიერ, ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის, საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი თოდრიას დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ვულოცავთ კოლეგას პროფესორ გიორგი თოდრიას იუბილეს და კრიმინოლოგიაში მნიშვნელოვანი მონოგრაფიული ნაშრომის გამოცემას.

   
ნოე10

2022 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე ინფორმაციით „კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ“ წარსდგა პროფესორი მალხაზ ბაძაღუა

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია აკადემიის პრეზიდიუმმა იმსჯელა და ცნობად მიიღო.

 
სექ07

სამეცნიერო კონფერენცია მარტვილის ეპარქიაში

 

2022 წლის 1-2 სექტემბერს მარტვილი რაიონში წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში (სოფ. ინჩხური) ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალური ბიოლოგიურ-ეკოლოგიური კონცეფცია“, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილეს.

 
აგვ28

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაფორმდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს. მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალებში „მოამბესა“ და „მაცნეში“, იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“.

 
გვერდი 9 დან 25

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 209 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< მარტი 2025 >
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»