დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

ივნ22

ვულოცავთ აკადემიკოსს როინ მეტრეველს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად არჩევას

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს გამოჩენილ მეცნიერს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს აკადემიკოს როინ მეტრეველს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად არჩევას. ვუსურვებთ აკადემიის პრეზიდენტის პოზიციიდან წარმატებებს ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარების გზაზე.

 
ივნ05

პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექციები უნივერსიტეტებში

 

2023 წლის 22 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და იმავე დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის თაოსნობით გაიმართა ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, ნებრასკსა უნივერსიტეტის პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექციები, თემაზე:

„დანაშაული და მართლმსაჯულება, კრიმინოლოგიის ზეგავლენის გაძლიერება 21-ე საუკუნეში“

 
ივნ01

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“

2023 წლის 23 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:

„დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა: პროფესორი მალხაზ ბაძაღუა - საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;

 
მაი16

მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“

2023 წლის 23 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

 
აპრ15

აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა

2023 წლის 5 აპრილს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს სხდომა. სხდომას ხელმძღვანელობდა აკადემიის დამფუძნებელი - პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, რომელმაც აკადემიის წევრებს გააცნო მიმდინარე საკითხები:

- აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, პროფესორ კრის ესკრიჯის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საჯარო ლექციები უმაღლეს სასწავლებლებში.

 
აპრ14

წმინდა ამბროსი აღმსარებლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მარტვილში

2023 წლის 23 მარტს მარტვილის რაიონში ჭყონდიდის ეპარქიის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში (სოფ. ინჩხური) ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, ჩატარდა წმინდა ამბროსი აღმსარებელისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სასულიერო პირებმა, აკადემიური წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. კონფერენცია გახსნა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, კონფერენციას უძღვებოდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელი-რექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის ჟურნალ „აკადემიის მოამბის“ მეორე ნომერი.

 
მარ24

წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის ჟურნალის წარდგენა

2023 წლის 16 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის ჟურნალ „აკადემიის მოამბის“ მეორე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციას „გლობალური ბიოლოგიურ-ეკოლოგიური კონცეფცია“, რომელიც 2022 წლის 1-2 სექტემბერს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა მარტვილში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში.

 
გვერდი 6 დან 24

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 386 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ნოემბერი 2024 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»