2024 წელს საზოგადოებისათვის ცნობილი სამართალმცოდნე პრაქტიკოსისა და მეცნიერის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის მიხეილ მამნიაშვილის ნაშრომი „საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი: ზოგადი ნაწილის თავისებურება და განვითარების ტენდენციები“ წიგნად გამოიცა „იურისტების სამყაროს“ მიერ.
ნაშრომში ახლებურადაა გადმოცემული სისხლის საპროცესო სამართლის ცნება, სისხლის საპროცესო სამართლის ის ინსტიტუციები თუ ცალკეული პროცესუალური საკითხები, რომლებიც მოქმედმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა შემოგვთავაზა.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგასა და მეგობარს პორფესორ მიხეილ მამნიაშვილს სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში.
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია