2018 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში თემაზე ,,პარლამენტი შენი მეგობარი’’ , რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეებისა და სტუდენტების მხრიდან საინტერესო საკაონმდებლო ინიციატივისა და კანონპროექტის მომზადებას გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტს - მერი მაისურაძეს, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტაჟიორს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ინსტიტუტის მკვლევარს , ნაშრომის - ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (1801 მუხლის ,,ქონების მოტყუებით დაუფლება’’ დამატება)’’ წარდგენისათვის გადაეცა სიგელი.