2022 წლის 2 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო ხელშეკრულებით წარმოებული პროექტის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვევითი დაწესებულების ფუნქციონირების კონცეფციის შესახებ“ განხილვა. კონცეფცია მომზადებულია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევიუთ ინსტიტუტთან თანამშრომლობით. კონცეფცია წარადგინა იდეის ავტორმა და სამეცნიერო პროეაქტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ - საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
Read more
|