არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“
წესდება – დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება
მუხლი 1
ზოგადი დებულებები
1.1. „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“ (შემდგომში-აკადემია) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).
1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;
1.3. საზოგადოების სახელწოდება: „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“. ინგლისურად: „Georgian Academy of Criminology Sciences”;
1.4. სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო ,არაკომერციული იურიდიული პირი 1.5. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქ. N6, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი;
1.6. საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი : malkhaz_badzagua@yahoo.com;
1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.
Read more
|