დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 
დეკემბერი 2017

ოთხშაბათი 27 დეკემბერი 2017

ორდღიანი სწავლება „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“ PDF ბეჭდვა Write e-mail
27.12.2017 13:20

2017 წლის 20 – 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მოკლევადიანი (ორდღიანი) სასწავლო კურსი „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ეთიკის საკითხებით დაკავებულმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებმა, ააიპ „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ და „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ წევრებმა.

 

Read more

არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“ PDF ბეჭდვა Write e-mail
27.12.2017 00:00

არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი
„საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“

წესდება – დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება

მუხლი 1

ზოგადი დებულებები

1.1. „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“ (შემდგომში-აკადემია) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).

1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;

1.3. საზოგადოების სახელწოდება: „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“. ინგლისურად: „Georgian Academy of Criminology Sciences”;

1.4. სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო ,არაკომერციული იურიდიული პირი
1.5.
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქ. N6, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი;

1.6. საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი : malkhaz_badzagua@yahoo.com;

1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

 

Read more


პარასკევი 22 დეკემბერი 2017

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი კრიმინოლიგი 1 (11-12) PDF ბეჭდვა Write e-mail
22.12.2017 12:32

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი კრიმინოლიგი
1 (11-12)

Read more

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 513 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< დეკემბერი 2017 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»