დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 
დეკემბერი 2021

შაბათი 25 დეკემბერი 2021

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“ PDF ბეჭდვა Write e-mail
25.12.2021 09:29



2021 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტმა საქართელოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩაატარა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“

რომელიც მიუძღვნა ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა -საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე;

კონფერენცია მონაწილეებს მიესალმნენ:

-საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა;

-გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე;

-ამერიკის კრიმინო­ლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი, კრის ესკრიჯი (აშშ);

-ევროპარლამენტის პრეზიდიუმის წევრი; ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი კაროლ კარსკი (პოლონეთი);

-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე;

-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში;

-ჟურნალ „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორი მარინე კვაჭაძე;

-საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი მაყვალა გონაშვილი, რომელმაც ნაყოფიერი სამეცნიერო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ილია ჭავჭავაძის სახელობის მედელი გადასცა.

 

Read more


ოთხშაბათი 15 დეკემბერი 2021

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებულ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან ხელშეკრულებეა გააფორმა PDF ბეჭდვა Write e-mail
15.12.2021 20:58

2021 წლის 10 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამარჯვებულ 14 პროექტის წარმდგენ ორგანიზაციებსა და კერძო პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა. მათ შორის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან პროექტის “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთობლივად განსახორციელებლად. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა პრეოქტის ხელმძღვანელმა, საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პროფესორმა რატი ბრეგაძემ გამარჯვებულებს წარმატება პირადად მიულოცა.

Read more


კვირა 12 დეკემბერი 2021

დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები PDF ბეჭდვა Write e-mail
12.12.2021 10:42

Read more

ჩვენი პარტნიორები

საიტზე იმყოფება

 56 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< დეკემბერი 2021 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»