დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

აპრ20

საქარველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

 

2024 წლის 16 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება.

კრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილ კოლეგების: აკადემიის საპატიო აკადემიკოსის ვიტალი კვაშისის, სახლმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აკადემიის საპატიო მეგობრის ვიქტორია სირაძის და აკადემიის აკადემიკოს ჯემალ გახოკიძის ხსოვნას.

 
აპრ05

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მამუკა თავხელიძე 70 წლისაა

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაცია, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი და ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს სარედაქციო კოლეგია გულითადად ულოცავს: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის წევრს, ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს სარედაქციო კოლეგიის წევრს, სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის თანადამფუძნებელსა და პრეზიდიუმის წევრს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს, ბრწყინვალების ორდენის და არაერთი სახელმწიფო ჯილდოს კავალერს, პროფესორს მამუკა თავხელიძეს დაბადებიდან 70 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, წარმატებებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.

 
მარ16

პროფესორ დავით სუჯაშვილის ლექცია „პირველი დღე სამსახურში“

 

2024 წლის 12 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სასწავლო კურსის „კარიერული განვითარება“ ავტორის, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ, საჯარო მმართველობის დოქტორ დავით სუჯაშვილის ლექცია „პირველი დღე სამსახურში“.  სასწავლო კურს  ავტორი უნივერსიტეტის სტუდენტებს  წარუდგინა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.

 
მარ14

გარდაიცვალა ღირსეული მეცნიერი და პრაქტიკოსი ბატონი ჯემალ გახოკიძე

73 წლის ასაკში გარდაიცვალა სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 1997-1998 წლებში, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჯემალ გახოკიძე

 
მარ02

გარდაიცვალა აკადემიის მეგობარი ქალბატონი ვიქტორია სირაძე

 

94 წლის ასაკში გარდაიცვალა გასული საუკუნის გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მეგობარი, ყველასთვის სიკეთის მკეთებელი, დამხმარე, სულიერად და გარეგნულად ულამაზესი ქალბატონი ვიქტორია სირაძე რომელიც უმაღლეს სახელმწოფო თანამდებობებზე მოღვაწეობისას კურირებდა რა ქვეყნის სულიერი და სოციალური ცხოვრების სფეროებს - მეცნიერების, განათლების, კულტურის, ხელოვნების, ჯანმრთელობის, სპორტის, ახალგაზრდობის აღზრდის, უცხოეთში მცხოვრებ თანამემემულეებთან ურთიერთობის, რელიგიურ კონფესიებთან სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითად მიმართულებებს მუდმივად უთავსებდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. იყო რამდენიმე სამეცნიერო შრომის, პრაქტიკაში დანერგილი გამოგონების და მრავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის პუბლიკაციის ავტორი.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 
მარ01

გაეროს (ECOSOC) სპეციალური კონსულტანტის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობა გაეროს რეზოლუციების ონლაინ განხილვაში.

2024 წლის 20 თებერვალს გაიმართა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ

გენერალური ასამბლეის 72/305 რეზოლუციის განხორციელების ონლაინ განხილვა.

  1. გენერალური ასამბლეის რეზოლუციების: 67/290 –„მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფორმატისა და ორგანიზაციული ასპექტების შესახებ“და 70/ 299 – „გლობალურ დონეზე მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის შემდგომი მიმოხილვის შესახებ“ განხორციელების განხილვა.
  2. მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი შესახებ.

 

 
დეკ27

2023 წლის სტუდენტთა კონფერენცია „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტთა ეთიკის კონტექსტში“

 

2023 წლის 22 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ გელა ბანელაძის სახელობის „პროფესიული განვითარების ცენტრში“, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაეროს ეკონომიური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სპეციალური კონსულტანტის სტატუსის ორგანიზაცია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტთა ეთიკის კონტექსტში“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა.

 
გვერდი 1 დან 22

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 374 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ოქტომბერი 2023 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»