დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

დეკ27

2023 წლის სტუდენტთა კონფერენცია „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტთა ეთიკის კონტექსტში“

 

2023 წლის 22 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ გელა ბანელაძის სახელობის „პროფესიული განვითარების ცენტრში“, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაეროს ეკონომიური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სპეციალური კონსულტანტის სტატუსის ორგანიზაცია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტთა ეთიკის კონტექსტში“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა.

 
დეკ27

აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ნაშრომი კრიმინოლოგიაში

 

გამოიცა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მეგობრის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ნაშრომი „კრიმინოლოგია საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციაში“.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს კრიმინოლოგიის პრობლემებით დაინტერესებულ საზოგადოებას ახალი მიმართულების ჩამოყალიბებას, რისთვისაც მადლობას მოახსენებს ბატონ თამაზ შილაკაძეს.

 
დეკ20

თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტის ეთიკის კონტექსტში

 
დეკ18

შეხვედრა პროექტის „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტური ეთიკის კონტექსტში“ მონაწილეებთან

2023 წლის 12 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული განვითარების ცენტრში გაიმართა პროექტის „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტური ეთიკის კონტექსტში“, რომლის ხელმძღვანელია სამართლის სკოლის სტუდენტი ნიკოლოზ ნაჭყებია, მონაწილე სტუდენტების შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასთან, რომელიც არის პროექტის კონსულტანტი და იდეის ავტორი. შეხვედრაზე განიხილეს, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები მათ შორის „უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსი“-ს პროექტი. პროექტის მონაწილეები ემზადებიან სტუდენტური კონფერენციის ჩასატარებლად.

 
დეკ13

აქტუალური პროექტი: „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტური ეთიკის კონტექსტში“

მიმდინარე სემესტრში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში, სამართლის სკოლის სტუდენტები, ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ინიციატივით და კონსულტაციით ანხორციელებენ საუნივერსიტეტო პროექტს „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტური ეთიკის კონტექსტში“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრგვალი მაგიდისა და სტუდენტთა შორის სოციოლოგიური კვლევის ჩატარება, უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის ახალი ვერსიის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

 
დეკ07

მემორანდუმი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან

2023 წლის 30 ნოემბერს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 
ნოე25

შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან

2023 წლის 22 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს ოფისში, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორმა, სამართლის დოქტორ საბინე მახლმა გამართა შეხვედრა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასთან.

 
გვერდი 1 დან 21

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 153 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ნოემბერი 2022 >
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»