დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

გამოცემები

დაფუძნდა ჟურნალი „იუსტიცია“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2021 წლის 21 ივლისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გამართა სამეცნიერო ჟურნალ „იუსტიციის“ (ლათ. IUSTITIA) პრეზენტაცია. მისი განმარტებით, ჟურნალი ხელს შეუწყობს სამართლის ცალკეული დარგების განვითარებასა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას. ჟურნალი „იუსტიცია“ საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემა იქნება. ის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა ბეჭდური და ელექტრონული სახით.

 

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის პრეზენტაცია

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2020 წლის 25 სექტემბერს წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის წარდგინება. ჟურნალი გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით და მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2020 წლის 26 ივნისს ჩატარებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“ სამეცნიერო შრომებს.

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართა აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომა. აკადემიის წევრის - აკადემიკოსის დიპლომი გადაეცა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ზაურ ფხალაძეს.

 

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 




2017 წლის 22 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმში გაიმართა ჟურნალ „კრიმინოლოგის“ N1 (11–12) გამოცემიდან 10 წლის საიუბილეო ნომრის წარდგენა, რომელიც მიეძღვნა ცნობილი კრიმინოლოგების, პროფესორების ზაურ წულაიასა და ანზორ გაბიანის ხსოვნას, ინსტიტუტისა და ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს და ცალკეულ ავტორთა პროფესორების რომან შენგელიას, გურამ ნაჭყებიას, კრის ესკრიჯის, მალხაზ ბაძაღუას, მიხეილ ბაძაღუას, ჯემალ გაბელიას და დოქტორანტ დავით სუჯაშვილის სამეცნიერო შრომებს. შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებულის მუშაკების ოთარ კვაჭაძის და რევაზ ჭანტურიას ლიტერატურულ ნარკვევებს პროფესიულ თემებზე.

რუბრიკით “ახალი წიგნი“ გამოქვეყნებულია პროფესორ გიორგი ღლონტის წერილი, პროფესორ ეკა ბესელიას წიგნზე “ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“.

 

 
გვერდი 1 დან 3

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1932 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< დეკემბერი 2024 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»