2015 წლის 4 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე დარბაზში
გაიმართა დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზიების ცენტრის მიერ
გამოცემული ლეგენდარული პიროვნების, სპეციალური სამსახურების
ღვაწლმოსილი მუშაკის თადარიგის პოლკოვნიკ გაიოზ ჩუბინიძის წიგნის
„ქართველი მზვერავები საიდუმლო მისიით“ წარდგენა-განხილვა.
წიგნისა და ავტორის შესახებ ისაუბრა, წიგნის რედაქტორმა დანაშაულობის
კვლევისა და პროგნოზიების ცენტრის ხელმძღვანელმა, იურიდიულ მეცნიერებათა
დოქტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმიფო უნივერსიტეტის
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.