დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ღონისძიებები

2021 წლის 20 აპრილის გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს №8 სხდომა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

სხდომამ განიხილა შემდეგი საკითხები:

 

  1. საქართველოში უკანასკნელ წლებში გამოცემული „კრიმინოლოგიის“ სახელმძღვანელოების შესახებ. (მომხსენებლები: დავით გუგავა, მალხაზ ბაძაღუა);
  2. საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ცვლილებებზე პროექტი. (მომხსენებლები: თამარ ჩიკვილაძე, დავით გუგავა);
  3. დანაშულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დაარსებიდან 20 წლის იუბილის აღნიშვნის შესახებ. (მომხსენებელი მალხაზ ბაძაღუა);
  4. საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამკერდე ნიშნის დაწესების შესახებ. (მომხსენებელი მალხაზ ბაძაღუა)

 

სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ესწრებოდნენ და საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ, აკადემიის წევრები, პროფესორები: მინდია უგრეხელიძე, რომან შენგელია, ავთანდილ ხაზალია, დავით გუგავა.

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება და გამოცემების პრეზენტაცია

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2021 წლის 19 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება, ასევე ჟურნალ “კრიმინოლოგის“ მე-13 ნომრისა და აკადემიის წევრის, პროფესორ დავით სუჯაშვილის წიგნების: “მართვის საფუძვლები სპეციალურ სამსახურებში“ და “კარიერული წინსვლის გზამკვლევი“ პრეზენტაცია.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრებაზე ანგარიშით წარსდგა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, მანვე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კადემიის წევრის, პროფესორ დავით სუჯაშვილის წიგნები “მართვის საფუძვლები სპეციალურ სამსახურებში“ და “კარიერული წინსვლის გზამკვლევი“.

 

საჯარო ონლაინ ლექცია - „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრაქტიკა ტერორიზმთან ბრძოლაში, სინძიან-უიგურის ავტონომიური ოლქის მაგალითზე“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2020 წლის 24 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ონლაინ ლექცია დოკუმენტური ფილმის ჩვენებით -„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრაქტიკა ტერორიზმთან ბრძოლაში, სინძიან-უიგურის ავტონომიური ოლქის მაგალითზე“. აღნიშნული პროექტის ავტორია სინძიანის უნივერსიტეტის ექპერტ-კონსულტანტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ბადრი ნაჭყებია. პროექტი განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობით და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერით.

 

აკადემიის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

ამა წლის 29 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით და აშშ-ს კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით ჩასატარებელი მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის  „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა.

 
გვერდი 4 დან 15

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 397 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ნოემბერი 2024 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»