დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ღონისძიებები

„კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

სტუდენტური კონფერენცია თემაზე :

„კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“

2017 წლის 24 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კრიმინოლოგიის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის ცენტრში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“.

 

 

ორდღიანი სწავლება „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2017 წლის 20 – 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მოკლევადიანი (ორდღიანი) სასწავლო კურსი „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ეთიკის საკითხებით დაკავებულმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებმა, ააიპ „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ და „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ წევრებმა.

 

 

„პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2017 წლის 10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 112–ე აუდიტორიაში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერილი პროექტით „პროფესიული ეთიკის განვითარება“ გათვალისწინებული „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა და საინფორმაციო კრებულის პრეზენტაცია

 

 

პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.ა.ი.პ. “დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით

 

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია

  • მალხაზ ბაძაღუა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი

 

პროექტის კოორდინატორები

  • თინათინ ასათიანი ფილოლოგიის დოქტორი
  • მიხეილ ბაძაღუა სამართლის დოქტორი, პროფესორი
  • დავით გუგავა სამართლის დოქტორი, პროფესორი

პროექტის ასისტენტი

  • ლევან ხიტაშვილი სამართალმცოდნე
 

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ალბომის „მასალების ძველი ქართული სამართლისა და ეკონომიკის ტერმინოლოგიისათვის“ წარდგენა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2017 წლის 10 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის მასალა, რომელიც მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებს. ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. გამოცემა მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს. პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.

 

 
გვერდი 8 დან 15

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 404 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ნოემბერი 2024 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»