დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

პროექტები

პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექციები უნივერსიტეტებში

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2023 წლის 22 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და იმავე დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის თაოსნობით გაიმართა ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, ნებრასკსა უნივერსიტეტის პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექციები, თემაზე:

„დანაშაული და მართლმსაჯულება, კრიმინოლოგიის ზეგავლენის გაძლიერება 21-ე საუკუნეში“

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის 2022 წლის საანგარიშო კრება

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება, ასევე ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-16 ნომრის პრეზენტაცია.

საანგარიშო კრებაზე მოხსენებით „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში (2022 წლის 31 მარტიდან-2022 22 დეკემბერი) წარსდგა , აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა მანვე აკადემიის წევრებს წარუდგინა ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-16 ნომერი.  განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ ლომთათიძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მეგობარმა, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, პროფესორებმა: გიორგი თოდრიამ, ჯემალ გახოკიძემ, ეკა ბესელიამ, ზაურ ამილახვარმა, ბადრი ნაჭყებიამ, პოლიკარპე (თემურ) მონიავამ, თემურ მურღულიამ.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაფორმდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს. მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალებში „მოამბესა“ და „მაცნეში“, იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“.

 

კვირეული - „კრიმინოლოგია აშშ & საქართველო“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2022 წლის 20-25 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რიბაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მასპინძლობით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი.

 
გვერდი 1 დან 7

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 2046 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< დეკემბერი 2024 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»