2014 წლის 17 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის
საკონ-ფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის,
დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის, საქართველოს
განათლების მეცნიერებათა აკადემიის, სამიცნიერო–პრაქტიკული
ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს ორგანიზებით ჩატარდა საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის,
პროფესორის ზურაბ ხონელიძის პროექტის
„სამხრეთკავკასია – გეოპოლიტიკური სივრცე (რეგიონალური თანამშრომლობის ახალი ფორმატი)“
განხილვა, სამეცნიერო – აკადემიური წრეების,
საზოგადოებისათვის ცნობილი მეცნიერების, ექსპერტების, ჟურნალისტების,
სტუდენტების მონაწილეობით. პროექტის წარდგენას უძღვებოდა
უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი,
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,
დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი,
ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს მთავარი რედაქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
