2017 წლის 27 დეკემბერს მეცნიერი და პრაქტიკოსი კრიმინოლოგების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით დაარსდა და უერთდება კრიმინოლოგიის დიდ ოჯახს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს:
-საქართველოში კრიმინოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებას, განვითარებასა და საერთაშორისო ინტეგრაციას;
-კრიმინოლოგიაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და წახალისებას;
-საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების კრიმინოლოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სამეცნიერო პრაქტიკული პროექტების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, პერიოდული გამოცემებისა და სხვა აქტივობის განხორციელებას.
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე მზად არის შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობისთვის, მიესალმება და პატივად მიიღებს ავტორიტეტულ ორგანიზაციების შედეგზე ორიენტირებულ ყველა რეკომენდაციას, სურვილს, მოსაზრებას და გაითვალისწინებს მას შემდგომ საქმიანობაში.
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი
სამართლის დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა